მოკლედ, მე წავედი… » LEQSEBI.GE -ქართული ლექსების საიტი
შესვლა
რეგისტრაცია

» » მოკლედ, მე წავედი…

მოკლედ, მე წავედი…

1-12-2015, 05:22
ავტორი: ADMIN
ნახვა: 2258
საბეჭდი ვერსია
მოკლედ, მე წავედი…გადავწყვიტე ჩუმად დამეწერა, რადგან ამას ხმამაღლა არასდროს გეტყვი ალბათ.

აი, ერთ მშვენიერ თუ სევდიან დღეს ავდგები და უჩუმრად წავალ. არც გაფრთხილებით, არც შეცოდებით, არც სკანდალით, არც სიმართლის ძიებით, არც ცრემლით, არც კამათით, უბრალოდ ავდგები და წავალ. წავალ თუ ძალიან დავიღალე.

დაღლა არასდროს მიყვარდა. ჰო, ვის უყვარსო,_ გაგეღიმებოდა, ახლა შენ რომ მისმენდე. არავის უყვარს, ძირითადად ცდილობენ მისგან თავი დააღწიონ. მე კი პირიქით, მირჩევნია დავიღალო, ასე ბევრად ნაკლებს ვფიქრობ და იმიტომ. ასე წასვლაც უფრო მარტივია. საკუთარ თავთან რომ არ ზიხარ მარტო და გამუდმებით იმაზე რომ არ ფიქრობ, სწორად მოიქეცი თუ არა, რომ წახვედი.

ვიცი, შენ მტიცებას დაიწყებ, რომ მიზეზი გაურკვეველია, რომ ყველაფერს აკეთებდი, რომ სათანადოდ არ მოვიქეცი, რომ ჩემი წასვლა არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული, მაგრამ დრო გავა და მიხვდები, რომ ყველა წასვლას აქვს მიზეზი, მათ შორის ჩემსაც.

იცი, ჩვენ ხშირად არ ან ვერ ვამჩნევთ რაღაც ძალიან ღირებულს, რაც მოცემულ მომენტში გაგვაჩნია. დავეძებთ ირეალურს და ვფიქრობთ, რომ დღეს თუ არა ხვალ უსათუოდ ვიპოვით. მერე გადის კვირა, თვე, წლები, ზოგჯერ ცხოვრების ნახევარზე მეტიც და უეცრად ვხედავთ, რომ ის სულ აქ იყო, ჩვენთან, გვერდით, ძალიან ახლოს და გავუშვით და გვერდი ავუარეთ, და არ შევნიშნეთ, და უკვე გვიანია…

თუ ოდესმე ამ სიტყვებს წაიკითხავ, არვიცი რას იფიქრებ. ალბათ გაჯავრდები, რომ წინასწარ დავგეგმე ისე წავსულიყავი, არაფერი მეთქვა, არ გამეფრთხილებინე.

მე მგონია, რომ ადამიანები მაშინ მიდიან, როცა რაღაც ხუნდება…

როცა რაღაც ისე ვერ არის, როგორც ეგონათ, რომ იქნებოდა…

როცა სურთ დარწმუნდნენ, რომ ისევ უყვართ…

როცა სითბო აკლიათ…

როცა უბრალოდ აუცილებელია ადგე და წახვიდე…

ჰოდა, მეც მივდივარ. მიზეზს თუ კარგად დაფიქრდები, თავად გაარკვევ. თუმცა, არ მინდა იფიქრო, რომ წასვლამდე ყველაფერი ძალიან ცუდად იყო ან ვნანობ ამდენხანს რომ არ წავედი.

მე წავედი ზუსტად მაშინ, როდესაც დარჩენა შეუძლებელი იყო და წასვლა გარდაუვალი. მე წავედი შემოდგომის ფერადფოთლებიან დღეს და რამდენჯერმე მოვიხედე უკან. ვიცი, უკან მიხედვა ის შეცდომაა, სუსტი ადამიანები რომ უშვებენ, რადგან ყოველი უკან მიხედვისას ფიქრობ, რომ ჯერ არც ისე შორი მანძილი გაქვს გავლილი და თამამად შეიძლება უკან დაბრუნდე. არადა, ხანდახან ხომ დასაშვებია მოიქცე ისე, როგორც სუსტი ადამიანები იქცევიან? და მაშინვე პასუხობ შენს მიერ დასმულ კითხვას. ასე ვერ მოიქცევი! იმიტომ, რომ საშინლად არ გინდა ვინმეს სუსტი ეგონო, ვინმემ შენზე გაიმარჯვოს, ვინმემ შენიშნოს, რომ როცა მიდიხარ, უკან იყურები.

მე მივდივარ და თუ დაგაკლდები, იცი სადაც მიპოვნო, ოღონდ ვერ დაგპირდები, რომ მაშინ როდესაც ხელახლა მიპოვნი, მე სარკმელთან ვიქნები დამჯდარი შენი მძიმე ნაბიჯების მოლოდინში. მივდივარ ისე, რომ უკან არ მოვიხედავ. მივდივარ ისე, როგორც ძლიერები მიდიან. მივდივარ, რადგან ჩემმა თბილმა და ფერადგრძნობებიანმა გულმა, სწორედ რომ შემოდგომის ფერადფოთლებიან, ოღონდ ცივ დღეს ისურვა წასვლა.

მოკლედ, მე წავედი.

ვფიცავ, წავედი მაშინ, როცა დარჩენა შეუძლებელი იყო და წასვლა გარადაუვალი…….

S.M. dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
, . .
ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ
Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Текст комментария:
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
Код: Включите эту картинку для отображения кода безопасности
обновить, если не виден код
Введите код: