უბრალოდ "ის" » LEQSEBI.GE -ქართული ლექსების საიტი
შესვლა
რეგისტრაცია

» » უბრალოდ "ის"

უბრალოდ "ის"

2-02-2016, 07:12
ავტორი: deadeako20
ნახვა: 5061
საბეჭდი ვერსია
ძნელია, დაკარგო ის რაც გაქვს და შენია, რაც გვაბადია ის გვაბადია, ულამაზესია ყველაფერი ის, რისი შეხებაც ადამიანს ძალუძს, თუმცა იდუმალია ის რაც ამოუცნობია და მას ადამიანის ხელი არ შეხებია, სწორედ ეს არის მეცნიერების, ხელოვნების, ბედნიერების, მოულოდნელობებისა და სიყვარულის საწყისი. - მაგრამ, რა არის სიყვარული? მე მიმაჩნია, რომ ის უბრალო სიტყვაა, ვიდრე ისეთი ვინმე არ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ვინც მას მნიშვნელობას მისცემს და მარტივ ჭეშმარიტებად აქცევს. ის ბრმა არ არის, უბრალოდ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის, რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ. იგი არ არის გრძნობა, რომელიც იცვლება მაშინ, როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება, შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება. იგი ჩვენს გარშემო სიმშვიდესა და სრულყოფილებას სრულყოფს. იგი ყველაზე ღვთაებრივი გრძნობაა უსასრულობის...ნებისმიერი კითხვა, რომელსაც სვამ ამ თემის გარშემო გცემს პასუხს: - იგი წამებაა, ხოლო უამისობა სიკვდილი“.
(კაცმა ქალს ჰკითხა) - რას გააკეთებდი ჩემი გაბედნიერებისთვისო?
(ქალმა უპასუხა) - ცოლად გამოგყვებოდიო, ან წარმატების მიღწევაში დაგეხმარებოდიო, რათა სტიმული მოგცემოდაო.
ბიჭმა იცოდა, რომ სიყვარულისთვის ბრძოლა იყო საჭირო და თუ არ სძლევდა ქალს, იგი თავად ვერ შეიყვარებდა. და თვლიდა,რომ ეს იყო ერთი ინდივიდის დაუძლეველი მოთხოვნილება - ეპოვნა მეორე, რომლისკენაც მიისწრაფოდა. გადიოდა დრო, მაგრამ ამ სიყვარულს არც საწყისი ჰქონდა და არც სასრული. ერთ დღეს
(ბიჭმა გოგოს კითხვა გაუმეორა) - შესაძლებლობა რომ ჰქონოდა მისი გაბედნიერებისთვის კიდევ რას გააკეთებდა?
გოგო კი ფიქრობდა და აანალიზებდა, რომ სიყვარული ტკივილია, ხოლო ვისაც არ ტკივა, უბრალოდ არ უყვარს ან მსგავსი გრძნობა ჯერ არ განუცდია. ლოდინის შემდგომ, ბიჭს პასუხი არ მიუღია და გადაწყვიტა თავად ეპასუხა:
(ბიჭმა გოგოს უთხრა) - შეგიყვარებდიო!!!
დაუწერა წერილი და გააფრთხილა, რომ მისი სიტყვები იყო მხოლოდ გულიდან წამოსული, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე მალავდა... და მისთვის გრძნობების გამხელა განიზრახა... მას არ ეშინოდა არც შედეგის და არც მისი დაკარგვის!
- „გიცნობ მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად აქ გადმოვედი, ეზოში თითქმის სულ ვთამაშობდით, შენი დანახვის პირველივე დღიდან რაღაც ვიგრძენი, უბრალოდ მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი, ეს გრძნობა კი დღემდე გამომყვა...ვიცი! ვიცი! - შენი მეგობრობა იყო ის ყველაფერი, რაც ყოველთვის მსურდა, ხოლო შენი სიყვარული ის ოცნებაა რომლის ახდენასაც მთელი ცხოვრება დაველოდები. მხოლოდ შენს გამოა რომ ვიცი, თუ რა არის სიყვარული. მინდოდა ეს პირადად მეთქვა, თუმცა ვერ შევძელი და წერილის მოწერა ვამჯობინე... „მიყვარხარ“ და ამ სიყვარულს წლები ჩემს პატარა გულში ღრმად ვმალავდი. იცი რა ძნელია? - შენ ჩემი ბავშვობა ხარ, სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი.. დაე, მე მინდა თავისუფლების ძიება შენს სიყვარულს შევალიო...„ან გამყიდე, ან ცოლი წამგვარე, ან დანა დამარტყი, ან რაღაც ამგვარი...“ თითო ყვავილი რომ მომცა, თითოეული იმ წუთისათვის, რომელიც შენზე ფიქრში გავატარე, ალბათ ყვავილების ბაღში დიდხანს სეირნობას შევძლებდი. იცი რატომ მიყვარხარ? - იმიტომ, რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა „შენ“, რომ მეპოვნე. ჩემთვის კი ამგვარი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის!...“
ქალი დადუმდა და ბოლოს უპასუხა:
- „ძნელია ჩემთვის პასუხის გაცემა, არ ვიცი ღირს თუ არა ეს სიყვარული სამყაროს შეცვლად, მეორე უკიდურესობაში ვარ, რომელიც უმნიშვნელოვანესი არჩევანის მიღების წინაშე მაყენებს, მე შენიძლია ეს გრძლობა ჩავახშო, მაგრამ არ მინდა ამით ტკივილი მივაყენო შენს შინაგან სამყაროს, არ ვფიქრობ ჩემზე, რადგან თუ არ გავრისკე - ვერ ვისწავლი ცხოვრებას. ძნელია იცხოვრო სხვისი აზრებით, რადგან რას ამბობს ადამიანი სხვებზე, ბევრად უკეთესი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა მისი პიროვნების შესახებ, ვიდრე ის თუ რას ამბობენ სხვები მასზე. მხოლოდ ჩვენ „ადამიანებს“ შეგვიძლია გვიყვარდეს და ამავდროულად გვძულდეს, ვხედავდეთ და უსინათლონი ვიყოთ, გვესმოდეს და ყრუ ვიყოთ. მხოლოდ ადამიანებს შეგვწევს უნარი, „ერთგულების ფიცი“ ღალატით დავაგვირგვინოთ. მეგობრობა შევთავაზოთ და შემდგომ ეს მონაპოვარი ტიტული სიყვარულის ახსნით ან მიტოვებით გავანადგუროთ, იარა მივაყენოთ, მაგრამ ეს ის იარა იქნება, რომელსაც წლები ვერ გაამთელებს, ნუ გასვრი მეგობრობას სიყვარულით, რომელიც სულის ნაწილია, რომელსაც ვერც სიბერე, ვერც სიშორე, ვერც მარტოობა და ვერც მორალური სისუსტე ვერასდროს ვერ გაახუნებს. არ შემიძლია ვაპატიო ადამიანს, რომელსაც ჩემს პატარ გულში მცირედი ადგილი მივანიჭე. მივანიჭე მეგობრის ტიტული, იმ მეგობრის, რომელიც და-ძმურ კავშირზე დიდია. ახალგაზრდობას -ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ წიგნს - ცუდი მკითხველი, ხოლო კარგ მეგობარს - ის გრძნობა, რომელსაც ვერ დაემალები!„
„რაც არ ყოფილა, ის არ იქნება,
მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...“
ნუთუ ღირს გარისკვად? - ალბათ - არა!...
დეა ცომაია (6 იანვარი.2016 წელი)
უბრალოდ "ის"www.youtube.com/watch?v=eyrqX2lB-9c] dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
რეიტინგი:
  
, . .
(2)
mokled 30 сентября 2016 12:42
adasdasdasdasdasdasdasdasdasd
[rating] [rating-type-1]
{rating}
[/rating-type-1] [rating-type-2]
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
  • {rating}
[/rating-type-2] [rating-type-3]
  • [rating-minus]Не нравится[/rating-minus]
  • {rating}
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
[/rating-type-3] [/rating]
[reply]Ответить[/reply]  Цитир.        1
Пользователь offline n101 15 октября 2016 16:29
მედავინახე შენი თვალები და გულმა უმალ დაიწყო ძგერა ეს ყველაფერი მე ომეწონა და უცებ გაქრა უკლებლივ ყველა
მედაგანახებ მზეს მედაგანახებ მთვარეს მეშენ გიწოდებ ყვავილს ჩემს ლამაზ ყვავილს მოგიტან ვარდებს უამრავ ვარდებს და მე დავიჭერ კალამს და მე მოგიძღვნი ლექსებს ბოლოს გეტყვი თუ როგორ მიყვარხარ

shafaset rogoriaa
[rating] [rating-type-1]
{rating}
[/rating-type-1] [rating-type-2]
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
  • {rating}
[/rating-type-2] [rating-type-3]
  • [rating-minus]Не нравится[/rating-minus]
  • {rating}
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
[/rating-type-3] [/rating]
[reply]Ответить[/reply]  Цитир.        2
ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ
Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Текст комментария:
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
Код: Включите эту картинку для отображения кода безопасности
обновить, если не виден код
Введите код: