ნათელი წერტილი (1-2 თავი) » LEQSEBI.GE -ქართული ლექსების საიტი
შესვლა
რეგისტრაცია

» » ნათელი წერტილი (1-2 თავი)

ნათელი წერტილი (1-2 თავი)

ნათელი წერტილი
თავი პირველი
დილით თავის ტკივილისგან გამეღვიძა, მზის სინათლემ თვალი მომჭრა, კარგი იქნებოდა ვინმე შემოვიდოდეს და ფარდებს ჩამოუშვებდეს. ტელეფონის აღება და დარეკვა დამეზარა, გადასაფარებელი თავზე დავიფარე და ფიქრი დავიწყე. ისე მტკიოდა თავი, რომ ფიქრიც მეზარებოდა.
- აუფ,…რა ვქნა?! ესეც ჩემი “ნაბახუსევი”, კარგია ქეიფის დროს ალკოჰოლის მიღება, განწყობას გიმაღლებს, ტონუსს გმატებს, ოღონდ ნაბახუსევი არ უნდა არსებობდეს. როგორ მშურს იმ ადამიანების, მთელი ღამე რომ ერთობიან და მეორე დღეს არაფერი ეტყობათ. ასპირინი?! არა! - ვიჯღანები მე - არ მიშველის, ისევ ბარში მირჩევნია ჩასვლა, სასაცილოა, კარგახანია რაც მე და ბარი “დავმეგობრდით”.
- მისტერ კლოდ, იქნებ დღეს აღარ დაგელიათ?! – უკვე მერამდენედ მესმის ბარმენის მორიდებული კითხვა, მე თვალებს ვუბრიალებ და ისიც მხრების ჩეჩვით მისხამს მაგარ ვისკის.
დღესაც წელმოწყვეტილი ავდექი, სარკეში ჩავიხედე, საიდანაც ერთი გაბურძგნილი, წვერ გაუპარსავი 30-35 წლის კაცი მიყურებს, შეშუპებული სახით და დაწითლებული თვალებით.
- ამის დედაც!... -სახეს ვისრეს და გამოფხიზლებას ვცდილობ, თუმცა რა აზრი აქვს? მაინც ბარში უნდა ჩავიდე, ერთი-ორი ჭიქა ვისკი არ მაწყენს. თავის ტკივილსაც მომიხსნის და უკეთეს ხასიათზეც დავდგები. მაგარი ცხოვრება დამიდგა, აღარც სახლი, აღარც ოჯახი, აღარაფერი. დავრჩით მე და ეს მიყრუებული ქვეყანა, კიდევ რა ვიცი ვისთვის აშენებული სასტუმრო, რომელსაც ათასში ერთხელ, თუ ესტუმრებოდა ვინმე, ვართ ასე ბედნიერად მე, ჩემი სასტუმრო და მისი მომსახურე პერსონალი. თუმცა მარტოობასაც ქონია თავისი ხიბლი, ზედმეტად არავინ გაწუხებს, არ არიან მომაბეზრებელი კლიენტები და მათი სტუმრები.
საწოლთან განთავსებულ თაროს მივაჩერდი, იქ ჩემი ჩემპიონობის დროინდელი თასები და მედლები მიწყვია, ირონიულად მეღიმება, დიდი გზა გამივლია ცნობილი ფეხბურთელობიდან საქართველოში ჩარჩენილ, უიღბლო ლოთამდე.
- დილა მშვიდობისათ, მისტერ კლოდ! - ისე ჩამესმის ბარმენის სიყვები, თითქოს დამცინის, სადღაა “მისტერ” კლოდი, აღარაფერი აღარ დავრჩი, ერთი ლოთი და დროსტარებაზე გადასული ადამიანი გავხდი, თუმცა ამ ბოლო დროს ვამჩნევ, რომ სმაც აღარ მსიამოვნებს.
ბარმენი ჭიქაში ვისკის ნახევრად მისხამს და ყინულს მიმატებს, მე იქვე კუთხეში მოვთავსდი და ნელ-ნელა ვწრუპავ სასმელს.
- აბა, გიორგი, რა არის ახალი ჩვენთან?
გიორგი მე მაკვირდება, ვხვდები, რომ ყველა სიტყვას წონის: რა მითხრას, როგორი ტონით, რომ ჩემი რისხვა არ დაიმსახუროს. ვისკი ნელ-ნელა მოქმედებს, მე თავის ტკივილი მიყუჩდება და გიორგის დაბნეული სახის ყურება აღარ მაღიზიანებს, უკვე ვუღიმივარ. ისიც აღარ მიყურებს შეშინებული, ნელ-ნელა საუბრის განწყობაზეც დგება.
- იცით, ბატონო კლოდ, ჩვენთან ვიღაცამ ნომერი დაჯავშნია. –კინაღამ სასმელი გადამცდა ეს რომ მითხრა.
- დაჯავშნა?! არ იცის ეტყობა სად მოდის, თორემ ჯავშანი რად უნდოდა, ისედაც ნომრები ცარიელია?
- თან ქალია, ხმაზე ეტყობა ახალგაზრდა! – ეშმაკურად იღიმება გიორგი.
- ცანცარა გოგო იქნება, მამიკოს ფულებს რომ ხარჯავს. ეტყობა სიტყვა “ჯავშანი” მოსწონს! მაგრამ ახალგაზრდას აქ რა უნდა? როგორც წესი ასეთი ხალხი ზღვასთან ახლოს მიიწევს.
- მართალი ბრძანდებით! ჩვენც ძალიან გაგვიკვირდა, როცა ხაზგასმით იკითხა, ხომ ნამდვილად ზღვისგან შორს ხართო. …
- მაგარია, ბათუმში დასასვენებლად მოდის და ვერ იტანს ზღვას! თითო გიჟი არ გვაკლდება! – ირონიულად ვიღიმები მე. ჩემი ჭიქა ბოლომდე დავასრულე და ბარიდან გამოვედი.
ის იყო ეზოდან უნდა გავსულიყავი, რომ კარებთან ტაქსი გაჩერდა, მძღოლმა საბარგულიდან მძიმე ჩემოდანი გადმოიღო და მგზავრს კარები გაუხსნა....
მეორე თავი
ავტომობილიდან ასე ოცდაათ წლამდე ქალი გადმოვიდა, თეთრი ფრიალა კაბით, გრძელი ტალღოვანი წაბლისფერი თმითა და სახეზე დიდი მზის სათვალით. ქალმა სათვალის ზემოდან ირონიულად გადმომხედა და სასტუმროს მიმართულებით მოხდენილად გაეშურა. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ ლამაზი ქალი იყო. ოღონდ ცოტა ცივი და ცინიკური გამომეტყველებით. თუმცა, როგორც კი დილით სარკეში ასახული ჩემი გამომეტყველება გამახსენდა, გამეღიმა. რა არის გასაკვირი, რომ ასე შემომხედოს?!
რამდენიმე Dდღე შორიდან ვაკვირდებოდი ჩემს სტუმარს, როგორც მომსახურე პერსონალი მეუბნებოდა, მათ დიდად არ აწუხებდა, არც პრეტენზიები ჰქონდა. საკმაოდ გვიან გამოდიოდა ნომრიდან და მერეც დროს ძირითადად ბასეინთან ატარებდა. ქალი შეზლონგზე ერთსადაიგივე ადგილზე წვებოდა. მომსახურე პერსონალი მისი სრულყოფილი სხეულის მზერით ტკბებოდა. მინდა ავღნიშნო, რომ მის მიმართ არც მე ვიყავი გულგრილად განწყობილი. თუმცა ქალი თითქოს ვერც ამჩნევდა ჩვენს მზერას, ფიქრებით იყო დაკავებული. საღამოს შეიძლება სადმე გაესეირნა, თუმცა სასტუმროში მალევე ბრუნდებოდა.
იმდენად გავერთე სტუმარზე დაკვირვებით, რომ უკვე მეოთხე დღე გადიოდა, არ ვსვამდი.
მოსაღამოვდა, ზაფხულის ცხელი ბუღი იდგა. ბარში ვიჯექი, როცა იგი სასტუმროს ეზოდან გავიდა.
- სად მიდის? - მეც წამოვდექი და ავტომობილით უკან მივყევი.
ქალი ნელი ნაბიჯით სეირნობდა, გამვლელები თვალს აყოლებდნენ. ის კი თითქოს ვერავის ამჩნევდა, ეტყობა ფეხით სიარულით დაიღალა და იქვე მყოფ, პირველივე კაფეში შეუხვია. მეც მივყევი. ავტომობილი ავტოსადგომზე გავაჩერე და მეზობელ მაგიდასთან ჩემოვჯექი. ქალმა ერთი ჭიქა ყავა და წვენი შეუკვეთა. ჩემთვისაც ფორთოხლის წვენი მოვატანინე და სიამოვნებით ვაკვირდებოდი ჩემს სტუმარს, რომელიც ვიტრაჟიდან ზღვის ხედს უმზერდა, მის მაგიდასთან რამოდენიმე ახალგაზრდა კაცი ტრიალებდა, ქალი მათ ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა ერთ-ერთი განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებდა, საბოლოოდ როგორც იქნა ვაჟმა გამბედაობა მოიკრიფა, ქალთან მივიდა და რაც შეეძლო თავაზიანად კითხა:
- შეიძლება დავჯდე? - ქალმა გულგრილად შეხედა.
- არა. - მოკლედ მოუჭრა და კვლავ ვიტრაჟის თვალიერება გააგრძელა.
თითქოს ერთმანეთის მიბაძვით მეორე მაგიდიდან დაიძრა ახალი კავალერი, თუმცა იგივე შედეგით დაასრულა, როგორც მისმა წინამორბედმა, მეორეს - მესამე მიჰყვა, მესამეს - მეოთხე. მეღიმებოდა მათ შემხედვარეს და ნელ-ნელა მომწონდა ჩემი სტუმარი. შევატყვე თანდათან გაღიზიანდა. მათი ყურადღებით თავმობეზრებული უკვე პასუხსაც აღარ სცემდა მორიგ კავალრებს.
წამოვდექი და მის მაგიდასთან გადავჯექი. გაოცებულმა შემომხედა, ცოტა ხანს მიყურა, მივხვდი, რომ მიცნო, მაგრამ ცივად გამომიცხადა:
- ეგ ადგილი დაკავებულია!
- ვიცი! - მოკლედ ვუპასუხე მეც - არ შეგაწუხებთ, უბრალოდ ვიფიქრე, თუ თქვენთან დავჯდები მომაბეზრებელი თაყვანისმცემლები აღარ შეგაწუხებდნენ.
მან შემომხედა, რამდენი წუთით მაკვირდებოდა, რაღაც მომენტში, თითქოს ცნობისმოყვარეობა მოეძალა, რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა. ჩემს და გასაკვირად დამეთანხმა:
- ნება თქვენია, თუ აქ გსურთ ჯდომა, ბრძანდებოდეთ. ოღონდ სასიამოვნო პარტნიორი ვერ ვიქნები, ბევრი საუბარი არ მიყვარს!
გამეღიმა: - არც მე! ჩუმად ვისხედით, წვენს ვსვამდით და ვიტრაჟიდან ტალღებს ვუმზერდით. ჩემი პარტნიორი დუმდა. თითქოს ფიქრობდა. რატომღაც მის მზერაში დარდი ჩანდა. შეიძლება მე მეჩვენებოდა, რადგან მიყვარდა ოდნავ სევდიანი ქალები. ალბათ ნახევარი საათი მაინც გავიდა ასეთ სიჩუმეში. იგი უცებ ჩემსკენ შემობრუნდა და მეკითხება:
- როგორ ფიქრობთ ეს ხალხიც ჩვენსავითაა?
ვერ მივხვდი რას მეკითხებოდა, რადგან ვიტრაჟიდან ვხედავდი, შეყვარებული წყვილები მხიარულად როგორ იცინოდნენ.
- ჩვენსავით რატომ? ისინი ბედნიერები ჩანან!
- მერე, თქვენ უბედური ხართ? - გაოცებული მეკითხება ის.
- არა, რატომ?. - დავიბენი მე.
- მე გგონივართ უბედური? - ოდნავ გაიღიმა მან.
- არ ვიცი - მხრები ავიჩეჩე მე - სიმართლე გითხრათ მთლად ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებთ.
- ვერაფერს გეტყვით! - მან არც უარყო ჩემი ვერსია და არც დაეთანხმა - მაგ საკითხზე არასოდეს მიფიქრია, თუმცა რატომღაც მგონია, რომ ეს ადამიანებიც თამაშობენ, ვითომ უყვართ, მხიარულობენ... სინამდვილეში კი იმ ქერა ბიჭს რომ გოგონა ეხუტება, აი იქ კუთხეში მდგომ მეორე ბიჭის ეკეკლუცება. - მისი მითითებული მიმართულებით გავიხედე და ხის ძირში ჩაცუცქული, მუქ თმიანი ბიჭი დავინახე, რომელიც დაჟინებით მისჩერებოდა შეყვარებულ წყვილს. - „მე როგორ ვერ შევამჩნიე!“ - გამიკვირდა მე, თუმცა ხმამაღლა არაფერი მითქვამს. - დააკვირდით გოგონას, როგორ ჩუმად კეკლუცობს - გააგრძელა ქალმა - მისი პარტნიორიც კი ვერაფერს ხვდება. - მეუბნება მე, თითქოს მამშვიდებს: - „ეგ არაფერი თუ ვერ შენიშნეო“.
- კარგით, ვთქვათ ეს „ბედნიერი“ წყვილი სულაც არ ყოფილა ბედნიერი. ამ წყვილზე რას იტყვით? - ვეკითხები მე და ის წყვილი დავანახე, სადაც გოგონა მაგიდაზე შემხტარიყო და ცეკვავდა, ვაჟი კი ქვემოდან შესცქეროდა მის შიშველ კანჭებს და ხარხარებდა.
- ეგენი? - ქალს ზიზღი ესახება სახეზე - ორი დეგენერატია, ქალი დათვრა და ვეღარ ფხიზლდება, კაცი კი - ცინიკოსია, ან საერთოდ არ აღელვებს ეს ქალი და მისი ბედი. არ შეიძლება ქალი ასე იმცირებდეს თავს და კაცი, რომელსაც უყვარს ამის უფლებას აძლევდეს. ხვალ ეს ქალი, როცა გამოფხიზლდება ჯერ თავისი თავი შეზიზღდება და შემდეგ ის, ვინც ეხლა დუჟმორეული ქვემოდან აღფრთოვანებული ტაშს უკრავს. - რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო, ამ შემთხვევაში ჩვენი აზრები აბსოლიტურად დაემთხვა ერთმანეთს. სწორედ ასეთი მიმოხილვით ვიყავით დაკავებული, როცა ჩვენს მაგიდას ასე ორმოც წლამდე, თხელი აგებულების, ნაბახუსევი ვაჟი მოუახლოვდა.
- ოჰ, ქალბატონო მაია, ამას ვის ვხედავ?! - მის ხმაში ცინიზმი და ირონია ერთმანეთს ერწყმოდა - როგორ მოხდა, თქვენი აღმატებულება ბათუმს სტომრობს?! - ჩემმა თანამოსაუბრემ ყურადღებით შეათვალიერა მოსული სტუმარი.
- გეტყობა ტრადიციებს ვერ ივიწყებთ, ბატონო გი-ვი-კო! - არანაკლები ცინიზმით და ზიზღით უპასუხა მან.
გივიკომ უხეშად გამოწია მაგიდასთან მესამე სკამი და ჩამოჯდა.
- დიდი ხანია ბათუმში ბრძანდება თქვენი უდიდებულესობა ? -მაიკო დუმდა და პასუხს არ სცემდა, ეტყობა მისი დუმილი მოწყინდა - ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - ამჯერად მე მკითხა მომხდურმა.
- არა, ჩვენ უკვე მივდიოდით! - წასასვლელად წამოვდექი და მაიკოსაც ვანიშნე ამდგარიყო. ქალი წამოდგა, მაგრამ გივიკომ ხელი უხეშად წაავლო.
- რაო მაიკო, ქართველები აღარ გყოფნის და უცხოელებზე გადახვედი?
- ხელი გამიშვი! - ხელის განთავისუფლება სცადა მაიკომ, მაგრამ გივი ხელს არ უშვებდა.
- არაფერს მეტყვი?
- ხელი გამიშვი მეთქი! - მაიკოს ხმაში ზიზღი იგრძნობოდა.
- არ გესმის რას გეუბნება? - ჩავერიე მე.
- წადი, შენი... - შემომაგინა გივიკომ და ხელი მომიქნია დასარტყმელად. მე მოხერხებულად ავიცდინე მისი მუშტი, მომხდურმა წონასწორობა ვერ შეიკავა და ძირს დავარდა. მე და მაიკო გასასვლელისკენ დავიძარით.
- საით მიდიხართ, მე შენი .... - უწმაწური გინებით გამოგვყვა გივიკოც.
მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არაფერი მეთქვა, მთვრალ კაცთან ჩხუბი რა საკადრისი იყო, მაგრამ იგი არ მოგვეშვა, ვიდრე გაცოფებულმა კარგად არ შემოვცხე. გივიკო მაგიდას მოწყვეტით დაეცა, მაგრამ ამჯერად აღარ დავარდნილა, მის ხელში რაღაც ბასრმა საგანმა იელვა. ძიძგილაობაში ვერ ვიგრძენი როგორ დამჭრა ხელში, მაიკოს შეშინებული სახე რომ დავინახე, მოვისვი ხელი მკლავზე და მაშინღა ვიგრძენი წვა, გივიკო თითქოს მომენტალურად გამოფხიზლდა. დანა მოისროლა და გაიქცა. მაიკომ შეშფოთებულმა ჩემთან მოირბინა.
- გეტკინათ? კარგად ხართ? - კითხვები დამაყარა მან.
- ნუ გეშინიათ, სერიოზული არაფერია, - მისი შეშფოთებული და აღელვებული სახის ყურება უზომოდ მსიამოვნებდა.
- რკინის ქალსაც ქონია გრძნობები! - გავიფიქრე მე.
- ექიმთან წავიდეთ! - მეუბნებოდა იგი და მისი შარფით სისხლდენის შეჩერებას ცდილობდა.
- არ არის საჭირო, სასტუმროში დავბრუნდეთ, იქ მყავს ექიმი და ის მომხედავს.
- მერე, პოლიცია? - გაოცდა იგი.
- რაც ნაკლებ ხალხს ეცოდინება მით უკეთესი, არა მგონია თქვენი მეგობრისთვის ეს კარგი იყოს. - აღარ შემეწინააღმდეგა, ჩემი მანქანა იქვე მყავდა გაჩერებული, მე საჭესთან ჯდომა არ შემეძლო. ხელს ისე დავხედე, ეტყობა მიხვდა რაც ვიფიქრე.
- თუ მანდობთ, მე ვმართავ. - შემომთავაზა მან.
- შეძლებთ? - ჩემს ძვირად ღირებულ ავტომობილს შევხედე, წითელი ფერის იაგუარი შუქზე ლაპლაპებდა. მას გაეღიმა.
- თუ მენდობით, „შვილობილს“ ნამდვილად არ დაგიზიანებთ. - ღიმილით მითხრა მან. ისეთი მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა, რომ უარს ვერაფრით ვეტყოდი, გასაღები მივაწოდე და მარჯვენა მხარეს მოვთავსდი. მაიამ საკმაოდ მოხერხებულად მოირგო სკამი, სარკეები და სწრაფად დაძრა ავტომობილი.
- ღიმილი იმდენად გიხდებათ, ხომ თქვენს ადგილზე ხშირად გავიღიმებდი. - შემთხვევით კომპლიმენტი გამომივიდა. თუმცა ამას ჩემი ფირების ხმამაღლა გაჟღერება უფრო შეიძლება ვუწოდო. მას არაფერი უთქვამს, ეტყობა რაღაცაზე ფიქრობდა.
- არ მკითხავთ, გივიკო ვინ არის? - დუმული დაარღვია მან.
- არა, თუ საჭიროდ ჩათვლით მერე მომიყევით.
იგი დუმდა და აღარც მე ვაწუხებდი ზედმეტი კითხვებით. გზას მისჩერებოდა, ლოყაზე ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა. უხმოდ მოიწმინდა.
- არ მიყვარს ღამით სიარული, თვალები მეწვის ხოლმე. - იცრუა მან.
- მართალი ხართ, ზოგჯერ მეც მომსვლია ასე. - თითქოს დავიჯერე მისი ტყუილი, ჩემი ღიმილი რომ არ შეემჩნია, ფანჯარაში გავიხედე. ასე მდუმარედ ვიმგზავრეთ სასტუმრომდე. ექიმმა ჩემი ჭრილობა შეამოწმა, ამომისუფთავა, ჭრილობა იმაზე ღრმა აღმოჩნდა მე რომ მეგონა და ნაკერების დადება დამჭირდა. ვინაიდან სასტუმროში ექთანი არ მყავდა, ასისტენტობას მაია უწევდა, მას დაძაბული სახე ჰქონდა, ექიმის მითითებებს მდუმარედ ისმენდა და შესაშური მონდომებით ასრულებდა.
- ცოტა ხანი დიეტა უნდა დაიცვა, ყოველი შემთხვევისთვის შრატი გაგიკეთეთ. დალევა არ შეიძლება - გამაფრთხილა ექიმმა. გამეღიმა.
- შრატის აუცილებლობა არ იყო!
- შენთვის იყო! - მკაცრი ხმით მითხრა მან - ქალბატონო, თუ რამდენიმე დღით მისი მეთვალყურე იქნებით არ აწყენს, განსაკუთრებული არაფერი, ვიცი წამლებს არ დალევს და იქნებ თქვენი მოეხათროს... - შეეხვეწა ექიმი.
- მთავარი დამნაშავე ისედაც მე ვარ და ასეთ მცირედზე უარს როგორ გეტყვით! - ღიმილით დაეთანხმა იგი.
- იმედია არ გეწყინებათ, ცოტას თუ დავისვენებ! - ნებართვა ვითხოთვე მე.
- ღამით მეთვალყურე ხომ არ ჭირდება? - იკითხა მაიამ.
- არა, აუცილებელი არაა, მარტოც მოუვლის თავს - დაამშვიდა ექიმმა. მე გამეღიმა.
- ხათრის გამო მაინც გეთქვათ: ჭირდებაო, ექიმო, განა ვინმე უარს იტყოდა ასეთ მომვლელზე?! - მივხვდი მაიას არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები და ენაზე ვიკბინე.
- უკაცრავად, ექიმო! თუ აღარ გჭირდებით, წავალ! თქვენი პაციენტი ხუმრობის ხასიათზეა, ეტყობა უკეთესად არის.
- თქვენი წყენინება არ მინდოდა.
- არაფერია, ჩემთვის უარესიც უთქვამთ. - მოწყენილმა გაიღიმა, ღამე მშვიდობისათ გვისურვა და გავიდა. მეც აღარ გავჩერდი ექიმთან დიდხანს. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და ჩემს ოთახში ავედი, იმ დღის ემოციებით დაღლილს მალევე დამეძინა. არ ვიცი რამდენხანს მეძინა, ძილი გარედან შემოსულმა ხმაურმა დამირღვია.
- მაიკო, შე ბოზო! - ღრიალებდა მთვრალი გივიკო -გამოეთრიე გარეთ. გგონია ეგ უცხოელი გიშველის? გამოეთრიე, მე შენი...- უწმაწურად იგინებოდა იგი.
ფანჯრიდან გარეთ გავიხედე, თითქმის ცარიელ სასტუმროს ფანჯრებიდან ოთხი-ხუთი კლიენტის გამოყოფილი თავი დავინახე. მაიკოს ფანჯრებს გავხედე, ოთახში სინათლე ენთო, თუმცა თვითონ არ ჩანდა.
პირველ სართულზე ჩავედი და დაცვის თანამშრომლებს ვანიშნე გამომყოლოდნენ. ეზოში გავედით თუ არა გივიკომ ღრიალი შეწყვიტა. იგი მაიკოს აივანს მისჩერებოდა. მეც მის მზერას გავაყოლე თვალი, გივიკო დუმდა და ცრემლმორეული თვალებით აივანზე გამოსულ მაიას მისჩერებოდა. ქალი ქალ-ღმერთივით გადმოჰყურებდა ეზოს. ოქროსფერი ხალათი ეცვა, გაშლილ ხშირ თმას ნიავი ოდნავ არხევდა, გრაციოზული და ზიზღნარევი მზერით უმზერდა გივის. ზუსტად მიჭირს თქმა რამდენ ხანს გაგრძელდა ეს დუმილი, ალბათ ორ-სამ წუთს, მე საუკუნედ მომეჩვენა. რატომღაც შემეცოდა გივი, რომელმაც თავი დახარა და უცნაურად მოხრილი წალასლასდა ქუჩაში. მაია აივანზე იდგა, ვიდრე გივი თვალს არ მიეფარა და შემდეგ ოთახში შევიდა. დაცვის თანამშრომლები დაბნეულები მიმზერდნენ.
- რა უნდოდა? - მკითხა დაცვის უფროსმა.
- არ ვიცი, ალბათ, ეჭვიანი თაყვანისმცემელია! - გამეღიმა მე - მაინც ყურადღებით იყავით, კიდევ არ გამოჩნდეს! ქალსაც უთვალთვალეთ, რამე არ დაუშავოს!
ოთახში ასვლისას შევამჩნიე, რომ მაიას ოთახში ისევ ენთო სინათლე, მისი მონახულება მომინდა, მაგრამ მერიდებოდა, თუმცა გამბედაობა მოვიკრიფე და კარებზე დავაკაკუნე. მაიამ კარები გამიღო, სახე დაწითლებოდა, ალბათ ტიროდა, მე დამინახა თუ არა, ისევ მისთვის ჩვეული მკაცრი გამომეტყველება მიიღო.
- თქვენ ხართ?
- მეგონა მარტოს ყოფნა არ მოგინდებოდათ.
იგი მოწყენილი თვალებით მიმზერდა. ვიფიქრე ცოტაც და ატირდება მეთქი, მაგრამ თავი შეიკავა.
- ცუდ დროს მოხვვედით, დღეისთვის საკმარისი ემოციებით „დავიტვირთე“- ირონიულად გაიღიმა მან.
- თუ არ გეძინებათ, მე მაინც დაგელოდებით ქვემოთ, ბარში. არა მგონია ამაღამ დაძინება შეძლოთ. ალბათ, არც საუბარი გვაწყენდა.
მაიკომ არაფერი მითხრა ისე მიიხურა კარები, თუმცა ცოტა ხანში ბარში ჩამოვიდა. გრძელი მუქი იასამნისფერი სარაფანი ეცვა, რომელზეც თხელი შარფი ჰქონდა მოხვეული. მე გაზიან სასმელს ვწრუპავდი. თავისთვის მუქი, ძლიერი ყავა შეუკვეთა.
- იქნებ გამომაფხიზლოს! - თქვა მან და ცხელ ყავას გაციება არც დააცალა ისე მოსვა. ვუმზერდი ამ ქალს და მიკვირდა მისი სიამაყე. თავდაჭერილობა, თითქოს იმ საღამოს არაფერი მომხდარიყოს.
- თუ არ გეწყინებათ გკითხავთ, ვინ არის ის ბიჭი?
- ხომ მითხარით, როცა საჭიროდ ჩათვლით მაშინ მომიყევითო? - ღიმილით აღნიშნა მან.
- თუ არ გსურთ, ნუ მიპასუხებთ. უბრალოდ, მგონია რომ ძალიან უყვარხართ და აღარ იცის როგორ მოიქცეს.
- ცოტა უცნაური სიყვარულის გამოხატულება ხომ არ იყო? - ირონიულად აღნიშნა მან.
- ზოგჯერ, როცა ადამიანი სასოწარკვეთილია და იმედს კარგავს,უგუნურ ქმედებებსაც სჩადის, მის სახეზე ისეთი ტკივილი დავინახე, რომ ასეთი ადამიანი თქვენს მიმართ გულგრილი ვერ იქნება ან ვერ იქნებოდა.
მან მე შემომხედა, თვალი თვალში გამიყარა. თითქოს ამოწმებდა ხომ არ ვხუმრობდი. როცა დარწმუნდა, რომ სერიოზულად ვსაუბრობდი, კვლავ ყავის სმა განაგრძო.
- გივიკო ჩემი ყოფილი ქმარია.
- ქმარი?! - გამიკვირდა მე - რატომღაც აბეზარ თაყვანისმცემელად მოვიაზრებდი.
- დიახ. ქმარი. ჩვენ ერთმანეთთან თხუთმეტი წლის შვილი გვაკავშირებს და ათ წლიანი ცოლ-ქმრობა. - მის სიტყვებში მხოლოდ ტკივილი და იმედ გაცრუება იგრძნობოდა.
- თქვენისთანა ქალი ცოლად ყავდა და დაგკარგათ? - გამიკვირდა მე. მას ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა.
- ჩემზე უკეთესებიც არსებობენ. dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
რეიტინგი:
  
, . .
(2)
Пользователь offline Ivanocoant 5 июля 2017 22:59
[rating] [rating-type-1]
{rating}
[/rating-type-1] [rating-type-2]
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
  • {rating}
[/rating-type-2] [rating-type-3]
  • [rating-minus]Не нравится[/rating-minus]
  • {rating}
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
[/rating-type-3] [/rating]
[reply]Ответить[/reply]  Цитир.        1
VidOneSAM 23 июля 2017 15:40
http://Romantic-Lovers.org.ua/movies/movies/3001114 скачать фильм восстание планеты обезьян Цезаря и его обезьян втягивают в смертельное противостояние с человеческим войском перед предводительством безжалостного Полковника.
Затем того, как обезьяны понесли невероятные потери, Цезарь преодолевает собственные темные инстинкты и начинает личную войну,
воеже отомстить после частный род.<a href=http://Romantic-Lovers.org.ua/movies/movies/3001114>планета обезьян старый </a>
Едва Цезарь и Полковник сходятся лицом к лицу в эпохальной битве, которая должна решить судьбу обоих народов и будущее всей планеты.
востание планеты обезьян
[rating] [rating-type-1]
{rating}
[/rating-type-1] [rating-type-2]
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
  • {rating}
[/rating-type-2] [rating-type-3]
  • [rating-minus]Не нравится[/rating-minus]
  • {rating}
  • [rating-plus]Нравится[/rating-plus]
[/rating-type-3] [/rating]
[reply]Ответить[/reply]  Цитир.        2
ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ
Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Текст комментария:
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
Код: Включите эту картинку для отображения кода безопасности
обновить, если не виден код
Введите код: