სამყაროს კალთას ვნებით ვემთხვიე » LEQSEBI.GE -ქართული ლექსების საიტი
შესვლა
რეგისტრაცია

» » სამყაროს კალთას ვნებით ვემთხვიე

სამყაროს კალთას ვნებით ვემთხვიე

29-11-2015, 10:22
ავტორი: ADMIN
ნახვა: 1074
საბეჭდი ვერსია
სამყაროს კალთას ვნებით ვემთხვიე
-----------------------------------------
,,ცუდმა სიზმარმა" თავქვე წამიღო,
ძალით მიმგვარა ძილის კარიბჭეს,
უფორმო ღრუბლებს, შავ ნისლში ჩანთქმულს,
თითქოს ბნელეთი მარწუხით იჭერს...
გულს სიჩუმის ხმა შუაზე აპობს,
მიწის ნაპრალებს ამოსდის ორთქლი,
დამწვარ ხეებზე ნახშირის სამოსს
არხევს ქარ-წვიმა ტირილით, მოთქმით...
ერთხანს ვიფიქრე, ალბათ მოვკვდითქო,
ჯოჯოხეთის კარს ძებნა დავუწყე,
არავინ შემხვდა, ვერვის დავლანდე,
ჩემი წადილი ვერვის ვაუწყე...
,,ცუდმა სიზმარმა" სრულად დამიპყრო,
ჩანგრეულ ღობეს ხელი მოვხვიე,
გამეღვიძა და მყის-ბედნიერი,
სამყაროს კალთას ვნებით ვემთხვიე... dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
, . .
ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ
Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Текст комментария:
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
Код: Включите эту картинку для отображения кода безопасности
обновить, если не виден код
Введите код: