ლევან კაპანაძე - ოცნებები » LEQSEBI.GE -ქართული ლექსების საიტი
შესვლა
რეგისტრაცია

» » ლევან კაპანაძე - ოცნებები

ლევან კაპანაძე - ოცნებები

6-04-2016, 10:08
ავტორი: levan kapanadze
ნახვა: 607
საბეჭდი ვერსია
მინდა წვიმად მოვიდე
შენს წამწამებს დავებნე,
თოვლის ფიფქად მაქცია
შენს ტუჩებზე დავეცე,

ზღვის ტალღებად მაქცია
შენკი ნავით დიოდე,
გაგიტაცებ შუა ზღვაში
ტალღა ტალღად ვდიოდე,

მთის არწივი მობაბანე
დავეშვები მაღალ კლდიდან,
აგტაცებ გაგაქროლებ
ვეღარ წახვალ ჩემ ბუდიდან,

დილის სისხამს ჭიკჭიკითა
გავაყრუებ არემარეს,
გამომხედავ მხიარული
მოსასმენად ეზოს მხარეს,

გადვიქცევი წამში დევად
არ დაგიწყებ ბევრსა დევნას,
აგიყვან და თან წაგიყვან
წელზე მოგხვევ ორთავ მტევანს,

წყაროს წყაროდ ვიქცევი
მთის ძირდან გადმოვჩქეფ,
მოხვალ დამეწაფები
შენს ბაგეზე გადვიჩქეფ,

ღამით მთვარედ ამოვალ
ბნელ ბილიკებს გაგიკვლევ,
წამოგყვები ვარსკვლავებად
გზა და კვალსა გაგიგნებ,

დილის სხივი მხიარული
შენს სარკმელში შემოვალ,
დავეცემი მაგ პირ-სახეს
მხოლოდ შენთვის ამოვალ,

მინდა ღამით მოვიდე
სასთუმალთან დაგიჯდე,
დაგიკოცნო ეგ ტუჩები
ოცნებების საუნჯე.... dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
რეიტინგი:
  
, . .
ДОБАВИТЬ КОММЕНТАРИЙ
Ваше имя: *
Ваш e-mail: *
Текст комментария:
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера
Код: Включите эту картинку для отображения кода безопасности
обновить, если не виден код
Введите код: