DataLife Engine > ლექსები ქალებზე > თარგმანი ესენინის ლექსის დედაზე

თარგმანი ესენინის ლექსის დედაზე


27-09-2016, 13:10. Разместил: maia ესენინის ლექსის თარგმანი { დედას}ჩემი თარგმანი
შენ ცოცხალი ხარ ძვირფასო დედა?
მეც ცოცხალი ვარ და გითვლი სალამს,
შენ პატარა ქოხს ზღაპრული სხივი,
ყოველ საღამოს ანთებდეს მარად.

წერილში მწერენ,რომ შენ უჩემოთ
მოწყენილი და სევდიანი ხარ,
ძველი სამოსით ქუჩაში კვლავაც,
ჩუმი ლანდივით ისევ დადიხარ.

ღამის შუქზე კი სულ გეჩვენება,
ფინური დანა გულში დამარტყეს,
ჩემო მოხუცო ნუ იტანჯები,
და ნუღარ ფიქრობ მხოლოდ ამაზე.

შენს უნახავდ ძვირფასო დედა
იცოდე სიკვდილს მე არ ვაპირებ,
არც ისე არ ვარ წყალწაღებული,
რომ ვერ მოვაგნო სახლის ნაპირებს.

ისევ ისეთი თბილი შვილი ვარ,
მე ერთი ფიქრი მაწუხებს დაღლილს,
ჩქარა რომ გნახო ძვირფასო დედა,
ჩქარა ვიხილო მე ჩვენი სახლი.

მე დავბრუნდები რომ აყვავდება,
ჩვენ ლამაზ ბაღში თეთრი ყვავილი,
ოღონდ გთხოვ დედა,რომ გარიჟრაჟზე
ნუ გამაღვიძებ,მე ვარ დაღლილი.

თუ ოცნებები ვერ გავამართლე,
ნუღარ იდარდებ,რაც ვერ ასრულდა
რა ვქნა თუ ადრე გადავიღალე
ჩემი ცხოვრება თუ კი დასრულდა.

ნუღარ მასწავლი ლოცვას არ მინდა,
ნუ დააბრუნებ ძველ წესებს დედა,
შენ დარჩი მხოლოდ იმედი ჩემი,
ნათელ სხივს მხოლოდ მე შენში ვხედავ.

გადაივიწყე ყველა დარდი და,
გული ნუღარ გაქ ნაიარევი,
მე ერთს გთხოვ მხოლოდ ძვირფასო დედა,
ძველ სამოსით ნუ დაი dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад