DataLife Engine > ლექსები სამშობლოზე > ლექსები სამშობლოზე

ლექსები სამშობლოზე


14-10-2016, 21:59. Разместил: selassie საქართველოში მზე ამოდის დასავლეთიდან
და დამნაშავე მე ვარ,
თაობებს ვცვლით, აზროვნება ვერ შეგვიცვლია-
გზაგასაყარძე ვდგავართ,
საქართველოში ყველა გასწავლის, ყველა ბრძენია,
მასწავლებლობა გვიყვარს,
ბედნიერ ერში გამოგვსვლია ბევრი გენია,
ბევრიც მათ ტლიკინს იტანს.
საქართველოში ხსნა შოვნაშია,
ხალხი შოკშია,
ქუჩაში დგომა კვლავ მოდაშია
და მაინც,
ჩვენი პრობლემა მუდამ დროშია,
აქ ერთგულება უცხო ხილია,
გატენის კითრებს ვაჭარი ლია,
მორალს გიკითხავს ტაქსისტი გია,
ისევ ქართველმა მოკლა ილია.
მაინც ვაღმერთებთ ჩვენს ადათ-წესებს,
ჭიქით რომ დავლევთ, მერე ყანწს ვეძებთ,
ვამბობთ, წინაპრის აქ დიდი წვლილია
ამ დროს კი ქართველობა უკვე სირცხვილია,
სირცხვილია უაზროდ ბუნებაში ღრეობა,
სუფრაზე ნახსენები ტყეები და ხეობა,
დაკარგულ ადგილებს და მიწას მისტირიან,
დაკარგულს აფასებენ,
გვერდით დაყრილი ნაგავი კი დიდი სირცხვილია.
მთავარი კი ერთია,
რომ ჩვენი რწმენა ჭეშმარიტი ღმერთია,
ყველა მორწმუნეა აქ
მაგრამ ხალხი მაინც ერთმანეთის მოძულე,
ხმას ამოიღებ? დაგხვრეტენ, გესვრიან,
ბრბო მართალია -პრობლემა შენშია dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад