DataLife Engine > ლექსები სიყვარულზე > არავინ

არავინ


16-11-2016, 09:13. Разместил: George Art ვფიქრობ გაივლის, ამოშრება დუმილის ტბები,
რადგან სიჩუმე ემსგავსება დამშეულ გრიგალს,
მიწიდან ცამდე აჭიმული შენზე ფიქრები
უმისამართოდ დასეტყვილი ტკივილებს ზიდავს..
ვფიქრობ გაივლის, ამოშრება თვალებში ცრემლი,
ფიქრი ჩაიკლავს მიწის გულზე გაშოტილ ვნებებს,
მე კი ვეცდები დავივიწყო ყველა ის ქუჩა,
სადაც ათრევდი ჩემსკენ მომავალ დაბნეულ ფეხებს..
ვფიქრობ გაივლის, აორთქლდება სულიდან წყალი,
აღარ მოვითხოვ მუნჯი ღამისგან უაზრო შველას,
და უშენობით გამოწვეულ მტკივნეულ ეჭვებს
შიშველი ხელით დავაცლიდი სულ ყველა ეკალს..
ვფიქრობ გაივლის, ამოშრება თვალებში ტბები,
სარეცხის თოკზე გამოვაშრობ შენდამი ღელვას
და ყოველ ღამე ბორკილებით სევდას მიბმული,
არავის ვეძებ და დღეიდან არავინ გერქვას....
გ.პაპკიაური
dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад