DataLife Engine > ლექსები, ლექსები სიყვარულზე, ლექსები სამშობლოზე > სათაური უცნობია

სათაური უცნობია


1-12-2015, 05:21. Разместил: ADMIN თითქმის არაფერი უკვე არ მახარებს,
უკან რომ მოგყვება ეშმაკის გვარდია,
დღევანდელ სამყაროს არავინ ანაღვლებს,
ფეხზე რომ დადის მაგრამ, მაინც რომ მკვდარია.

სულში ისევ წვიმს, გარეთ კი დარია,
შენმა სიტყვებმა ოცნება არია
უკვე სიხარბე ყელამდის გვატყვია,
უკანასკნელიც,არაფრად ვარგია.

როცა, შენს თვალსწინ ყვებიან ამბებს,
სიამაყით რომ დაცლიან სათქმელს,
ემგვანებიან უმადურ მაძღრებს
სიკვდილამდე,რომ არაფერს ამხელს.

ვის დავაბრალო, ცხოვრება არის ალბათ ასეთი,
ყველას ჩვენ-ჩვენი გვეკითხება,რისთვის გავკიცხოთ
მაგრამ ვერ ვითმენ, როგორ ივსება ეს სახარბეთი,
ჩემი რომ იყოს დამიჯერეთ,მე არ დამინდოთ.

ჩემი ფიქრები ემსგავსება მიუვალ ადგილს,
უკვე გვიანი ოცნებაა მისი დაძლევა,
მე ვიცი, მჯერა, დაუძახებენ ჩემს ლექსებს ადვილს
მაგრამ მერწმუნეთ არ იქნება, იოლი თავის გართმევა. dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад