DataLife Engine > ლექსები > ლევან კაპანაძე - "ანიდან-ჰოემდე"

ლევან კაპანაძე - "ანიდან-ჰოემდე"


6-04-2016, 10:14. Разместил: levan kapanadze ა-ნბანი ქებულ დღეგრძელი
ბ-ევრისა მთქმელი ჩვენია,
გ-ვფარავდეს ყოვლად წმინდანი
დ-ღეგრძელ გვქონოდეს დღენია;

ე-რთი მიწაწყლის შვილებო
ვ-ერას დაგვაკლებს მტერია,
ზ-ღვად და ქარიშხლად დავატყდეთ
თ-ავზე ვადინოთ მტვერია;

ი-ყვარეთ მშობელ გამჩენი
კ-ეთილი თესეთ დღენია,
ლ-ომისის მადლი გწყალობდეთ
მ-ოგვმადლოს ღმერთმა წლებია;

ნ-ურვის ნურასდროს გაკიცხავ
ო-რგული კაცი გველია,
პ-ასუხი მტერს მტრულად მოკითხე
ჟ-ანგმა შესჭამოს მტერია,

რ-ა ლამაზი ხარ ნანატრო
ს-ამშობლოვ სულის აკვანო,
ტ-ყვე ვარ მე შენი მარადის
უ-თქმელ ჩემ გულმა გატაროს;

ფ-შავ ხევსურეთო ზვიადო
ქ-ართლო შენ ბევრის მნახველო,
ღ-ვინის სამშობლოვ კახეთო
ყ-ოველო კუთხევ ნაქებო;

შ-ენ ფარსადანმა დაგწერა
ჩ-ასთესა ფესვი ქართული,
ც-ხრაასჯერ სცადეს მის წაშლა
ძ-ვირი ვეღარ სთქვეს ნართული;

წ-მინდა გიორგის მადლითა
ჭ-ურ-ქვვრი გვქონდეს სავსედა,
ჯ-ვარი გვიძღოდეს უფლისა
ხ-მალი გავკვესოდ მარჯვედა;

ჰ-ოი თქვენ დიდო ქართველნო ღმერთმა გიკურთხოთ მარჯვენა....

26.03. 2016 dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад