DataLife Engine > ლექსები > nodar demetrashvilis -leqsi

nodar demetrashvilis -leqsi


11-08-2016, 02:32. Разместил: natuu მეწამულ ცაზე აისახება შენი ვედრება,
და დაიღვრება ამ ქვეყანაზე უკვდავი ღვენთი,
ეს არის ციდან წამოსული წვიმის ნაჟური
ჩვენს საქართველოს მუდამ ფარავდეს უკვდავი ღმერთი.
მეწამულ ცაზე აისახება თრთოლვით ვარსკვლავი,
მუდამ დარჩება საუკუნოდ მშვენების კვალი,
რომ გააშუქებს ჩვენს სამშობლოს ისედაც ლამაზს
ეს არის ბედის იდუმალი წმინდა ვარსკვლავი.
ღამის წყვდიადში წამოვიდა უეცრად წვიმა,
ნაზად ეცემა დედამიწის ლამაზ ბუნებას,
ჩემი ფიქრები რომანტიკულ ჩრდილში მოექცა
ამ ყველაფერზე სამუდამოდ ვკარგავ გუნებას.
,,ნოდარ დემეტრაშვილი" dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад