DataLife Engine > ლექსები > nodar demetrashvilis leqsi

nodar demetrashvilis leqsi


11-08-2016, 02:38. Разместил: natuu წლებმა შენიღბეს უცხო განცდები
უფერულდება სამყაროც თითქოს
ჩამოეშვება ალბათ ფარდებიც
როცა უფალი თავისთან გვიხმობს ...
აღარაფერი აღარ დარჩება ,
სინანულის და ცრემლების გარდა,
და დავბრუნდები თ ისევ ბავშვებად
ჩამოეშვება ოცნების ფარდაც ...
ვებრძვით ოცნებებს ჩუმი ფიქრებით
თითქოს ფიქრებიც ერთი ნოტია ,
გავა წლები და უცებ მივხვდებით
რომ ეს ნოტებიც სხვა სონეტია.
წყდება ფიქრები სიცოცხლის ბოლოს ,
დარჩება მხოლოდ სული უკვდავი
და ჩვენს გულებშიც საოცრად მოთოვს
როცა ჩაგვიკრავს გულში უფალი .
,, ნოდარ დმეტრაშვილი " dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад