DataLife Engine > ლექსები > ლექსები

ლექსები


13-10-2016, 13:06. Разместил: selassie გავიგე, წუხელის დამთვრალა თბილისი,
რა იყო მიზეზი ვერ მიხვდა მთაწმინდა,
გულ-მკერდზე ეკიდა წვეთები თილისმის
და მტვრიან ქუჩებში ხელახლა გაწვიმდა.

ქალაქი აჰყვება ბრმა ქუჩის მუსიკოსს,
გარმონზე დაკრული შეარყევს სიჩუმეს,
გავიგე, თბილისი ლექსს მპარავს უსიტყვოდ,
გამიგეთ, რითმებში წვეთებმაც იქურდეს,

გავიგე, არ ესმის მტკვარს ჩემი ნამღერი,
გახედე არ ღელავს, დღეს ისევ მშვიდია,
მიჰყვება კალაპოტს რითმების ნანგრევში
და მტკვარსაც გაუჩნდა ახალი იდეა-

დაანგრევს უფრო რაც გუშინ არ იკადრა,
დაანგრევს ხიდებს დადაანგრევს ჯებირებს...
და თუ კი ვერ მიხვდა ქუჩები შინაარსს
ქალაქი ამ სტროფებს კვლავ დაიზეპირებს. , dle 10.2 скачать , Быстрый торрент трекер КиноСвин рунета
Вернуться назад